თაფლუნა არის ოჯახური ტიპის თაფლის კომპანია, რომელიც 1870 წლიდან ტყეში დაჭერილი 1 ფუტკრის ოჯახით დაიწყო.
ჩვენი პროდუქცია
2025 წლიდან ბაზარზე შემოვიტანეთ თაფლი ინოვაციური, 15 გრ-იან ერთჯერადი შეფუთვით , რათა მეტად კომფორტული გაგვეხადა სახლში თაფლის მოხმარება, საშუალება მიგვეცა მომხმარებლისთვის წაეღოთ თაფლი ნებისმიერ ადგილას და ჩაენაცვლებინათ არაჯანსაღი თეთრი შაქარი ჯანსაღი ბუნებრივი დამატკბობლით.
გვყავს 700 მდე ფუტკრის ოჯახი , ვაწარმოებთ და ვყიდით მხოლოდ საკუთარ თაფლს, რაც საშუალებას გვაძლევს დარწმუნებულები ვიყოთ, რომ თაფლი წარმოებულია სუფთა გარემოში, ჰიგიენის და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვით და რომ წამოებისას არაა გამოყენებული ჯანმრთელობისთვის საშიში პრეპარატები და ანტიბიოტიკები, რაც საქართველოში დიდი პრობლემაა.
ვაწარმოებთ კახეთში სხვადასხვა ლოკაციაზე, ლაგოდეხის ნაკრძალთან, ალაზნისა და შირაქის ველებზე და ა.შ.
თქვენი პირადი მონაცემები გამოყენებული იქნება თქვენი გამოცდილების მხარდასაჭერად ამ ვებსაიტზე და სხვა მიზნებისთვის, რომლებიც აღწერილია ჩვენს Privacy Policy.