თაფლი როგორც პრე ვორქაუთ საკვები
თაფლი არის ძალიან კარგი არჩევანი მათთვის ვინც ვარჯიშობს. თაფლი ითვლება ერთ- ერთ საუკეთესო ნატურალურ , ბუნებრივ პრე და პოსტ ვორქაუთ საკვებად. იგი შედგება მარტივი ნახშირწყლებისგან გლუკოზისა და ფრუქტოზისგან. ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე მისი მიღებისას გლუკოზა სწრაფად გადადის სისხლში და ორგანიზმს კვებავს სწრაფი ენერგიით, ხოლო ფრუქტოზას შედარებით ნელი ათვისება აქვს, რაც იმის საშუალებას იძლევა რომ მთელი ვორქაუთი ენერგიაზე იყოს ორგანიზმი. სწორედ ამიტომ ბევრი სპორცმენი იყენებს მას, ხშირად იყენებენ მარათოზე სირბილისას.
თაფლი როგორც პოსტ ვორქაუთ საკვები
თაფლი ასევე გეხმარებათ ვარჯიშის შემდეგ კუნთების აღდგენაში, დაღლილობის და კუნთების ტკივილის შემცირებაში და გახარჯული გლიკოგენის მარაგების შევსებაში.
გლიკოგენის აღდგენა
ვარჯიშისას ორგანიზმი წვავს გლიკოგენის მარაგებს, ხოლო ვარჯიშის შემდეგ მიღებული თაფლი აღადგენს მას.
აადვილებს კუნთების აღდგენას
როდესაც თაფლს იყენებ ცილასთან (მაგალითად იოგურტთან, რძესთან ან პროტეინის შეიკთან), ის ეხმარება ამინომჟავების ტრანსპორტირებას კუნთებში — რაც ხელს უწყობს მათი აღდგენასა და ზრდას ვარჯიშის შემდეგ.
ამცირებს კუნთების გადაღლას
თაფლში არსებული ანტიოქსიდანტები ეხმარება ანთების შემცირებასა და ოქსიდაციური სტრესის დაძლევას, რაც ჩნდება ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ. შედეგად, კუნთების ტკივილი ნაკლებია და აღდგენის პროცესი უფრო სწრაფია.
ბუნებრივი ალტერნატივა
სპორტული სასმელებისა და ენერგეტიკული გელების ნაცვლად, თაფლი გთავაზობს სუფთა, ბუნებრივ ნახშირწყლებს, რომლებიც შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და ფერმენტებს — ეს ყველაფერი ეხმარება ენერგიის აღდგენასა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.






